ვინ უფრო მეტად უყვარს პატრიარქს(VIDEO)

ვინ უფრო მეტად უყვარს პატრიარქს(VIDEO)

“თუ გინდათ გააცილეთ პრეზიდენტი, ხომ უფრო მეტად გიყვართ და გააცილეთ”- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქ ილია მეორეს.

“უფრო მეტად რატომ ვუყვარვარ”- შეეპასუხა პრეზიდენტი სააკაშვილი. საუბრის ვიდეოჩანაწერი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. იგი დამონტაჟებულია და არ ჩანს საუბრის კონტექსტი, ასევე, რა უპასუხა პრეზიდენტს და პრემიერს ილია მეორემ. 


ქვეყნის პირველი პირები- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. ძველით ახალ წელს საპატრიარქოს რეზიდენციაში, პატრიარქებთან ერთად შეხვდნენ.