ალექსანდრე მიშველიძე:  ჩალაგაშვილის განცხადება, რომ ცესკო არის “ქართული ოცნების” დანამატი, სრულიად მიუღებელია  და ამით ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს

ალექსანდრე მიშველიძე:  ჩალაგაშვილის განცხადება, რომ ცესკო არის “ქართული ოცნების” დანამატი, სრულიად მიუღებელია  და ამით ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს

„გურამ ჩალაგაშვილის განცხადება, რომ ცესკო არის “ქართული ოცნების” დანამატი, სრულიად მიუღებელია იმ პირისგან, რომელიც თავად წარმოადგენდა წინა ხელისუფლებას და მას 2006 წლის ადგილობრივ  არჩევნებზე დაწერილი შედეგები “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუფასა. „– აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ალექსანდრე მიშველიძე.

მისი თქმით, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარისაგან, რომლის მოღვაწეობის დროსაც საარჩევნო კომისიის უმრავლესობა, მისი ჩათვლით,  ენმ-ს პარტაქტივს წარმოადგენდა, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„ოპოზიციის ხმებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები დაიცავენ, რომლებიც საკუთარი მოღვაწეობის პერიოდში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან „ასოცირდებოდნენ.

ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, აქტიურად ერეოდნენ  საარჩევნო პროცესში  და დახელოვნებულები არიან არჩევნების გაყალბებაში. ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ 2006 წელს, როდესაც ის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრეტენზიები არ ყოფილა. შესაძლოა, ბატონ ჩალაგაშვილს თავად აქვს მოკლე მეხსიერება, მაგრამ  ეუთო/ODIHR-ის ანგარიში  სრულიად აქარწყლებს მის განცხადებას. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე  ეუთო/ODIHR-ის ანგარიშში საუბარია, რომ საარჩევნო კომისიის წევრები, მმართველი პარტიის სახელით, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე მოიცავდა ამომრჩეველთა წინაშე პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას. ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებს.“- განაცხადა ალექსანდრე მიშველიძემ.

მისივე თქმით,  დღეს, ცესკო სრულიად გამჭვირვალე და თავისუფალია პარტიული გავლენებისაგან. აღნიშნულის თქმის საფუძველს  ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ანგარიშები გვაძლევენ.