თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვი 320-მდე გაიზარდა

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვი 320-მდე გაიზარდა

როგორც თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დღეს განაცხადა, რეგიონში მათი დამატებით 40 ჯარისკაცი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, კონფლიქტის გამწვავებიდან დღემდე, 320-ს უტოლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.