პატრიარქების განცხადება(VIDEO)

პატრიარქების განცხადება(VIDEO)

მსოფლიო პატრიარქი საქართველოდან მიემგზავრება. ბართლმეოს პირველი, რომელიც თბილისში სამი დღის წინ ჩამოვიდა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ილია მეორესთან ერთად მსოფლიო პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ერთობლივი წირვა აღავლინა და უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ადგილები მოილოცა. მსოფლიო პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლეს. ცოტა ხნის წინ კი საპატრიარქოში თეოლოგიურ მეცნიერებათა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უმაღლესი სასულიერო პირები დაესწრნენ.