თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის - „აქ.ახლა, პროფესია - ხელოვანი" ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის - „30 დღე, 30 ღამე" შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.
მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე - „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები" ისაუბრებს.