თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის ბრალდების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდა. დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა დასრულდება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქართველოში ჩამოსვლისას 4 ბრალდება ჰქონდა წაყენებული, საიდანაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორი მოეხსნა. ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ გირაოს თავდებით გაათავისუფლა.