ირაკლი სესიაშვილი: ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესისთვის, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება

ირაკლი სესიაშვილი: ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესისთვის, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრემლს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს მშვიდობის და ზოგადად, ამ ფორმატის მიმართ.

"ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის და სამწუხაროა და ვიტყოდი, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ზოგადად მშვიდობის პროცესის მიმართ და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მიმართ. მე იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს თავის პასუხისმგებლობებზე რეაგირებას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის წარმომადგებლებმა ჟენევის მოლაპარაკებების 51- ე რაუნდი ჩაშალეს.