საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ სხვადასხვა ნომინაციაში 74-მდე გამარჯვებული თანამშრომელი გამოავლინა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჯილდოები პირადად გადასცეს. პანდემიის გამო, რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა, თუმცა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები პროფესიულ დღეს დააჯილდოვა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სამკერდე ნიშნები და ფულადი პრემიები გადაეცათ. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ თანამშრომლებს ჯილდოები თბილისში, ხაშურსა და სამტრედიაში გადასცა.