თენგიზ ცერცვაძე:  არჩევნების არჩატარების საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში

თენგიზ ცერცვაძე: არჩევნების არჩატარების საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში

70-მა ქვეყანამ გადადო არჩევნები, ჩვენთან ჩატარდება აუცილებლად ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აჭარაში არსებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ რიგი გონივრული შეზღუდვების არსებობა, საჭიროა და ამაზე მთელი მსოფლიო მიდის.

„რაღაც უნდა მოვიკლოთ, რაღაც შეზღუდვებზე უნდა წავიდეთ. მთელი მსოფლიო მიდის ამაზე. ხომ ხედავთ რა ხდება? ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო, ევროპალიგის და ჩემპიონთა ლიგის თამაშები მაყურებლის გარეშე იმართება, მსოფლიოს 70-მა ქვეყანამ არჩევნები არ ჩაატარა, გადადო. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, ხალხი ნაკლებად შეწუხდეს. არჩევნების არჩატარების საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში, ის ჩატარდება“,-აღნიშნა ცერცვაძემ.