ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართი N10-ში, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ტერიტორიაზე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი დამონტაჟდა. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. აქვე ხე-მცენარეები დაირგო. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 17,000 ლარია.
 
     
   
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
amo ხედავ, ხედავ ამხ. ვასაძევ! ისევ და ისევ ჩუღურეთი. ტარიელის ქუჩა ამხ. ვასაძევ?!
4 წლის უკან