საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ. ინფორმაცია პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება," - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს და სრულიად საქართველოს ახალი 2013 წლის დადგომა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პირნათლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და მხოლოდ სიყვარულით დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას.
ბიძინა ივანიშვილი ახალი წლის დადგომას საქართველოს საპატრიარქოში შეხვდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე მსოფლიო პატრიარქი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა.