თბილისში, „ოქროს ბირჟა“ კორონავირუსის გამოვლენის გამო მუშაობას დროებით აჩერებს

თბილისში, „ოქროს ბირჟა“ კორონავირუსის გამოვლენის გამო მუშაობას დროებით აჩერებს

თბილისის ცენტრალში განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით აჩერებს მუშაობას.

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 578 ადამიანს დაუდასტურდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. 416 ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 72 - თბილისში. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 8696 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 54 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.