წინამძღვრიშვილის 117-ში საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო

წინამძღვრიშვილის 117-ში საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქ. N117-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე 11 ოჯახი ცხოვრობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები, ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 17 000 ლარია.
   
 
 
 
 
amo ხედავ ამხ. ვასაძევ რა ხდება ჩუღურეთში? ტარიელის ქუჩას ეშველება რამე? მე იმედი დავკარგე, არჩევნების წინა პერიოდში არ მიხედეთ და მერე ვიღას გაახსენდება.
4 წლის უკან