ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა, იმპორტირებილი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებაც განიხილეს, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინალური სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, (მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა) წყლის საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევბზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.