შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

2 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 8 800 ღერი (44 ბლოკი) უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით.