ბადრიჯანი და პამიდორი ყველის სატენით - მადისაღმძვრელი კერძი მთელი ოჯახისთვის

ბადრიჯანი და პამიდორი ყველის სატენით - მადისაღმძვრელი კერძი მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 4-5 ც

პამიდორი - 6-7 ც

ნიორი - 2-3 კბ

ზეთი - 100 მლ

მარილი - გემოვნებით

არაჟანი - 3 სკ

ბრინზა ან ცხიმიანი ხაჭო - 200 გ

მომზადების წესები

ბადრიჯანი ჩაჭერით (მთლიანად არა). ფენებს შორის ზეითუნის ზეთი წაუსვით და მარილი მოაყარეთ.

პამიდორი ჯერ მრგვლად დაჭერით, შემდეგ შუაზე გაჭერით და ბადრიჯნის ფენებში მოათავსეთ.

ყველს დაუმატეთ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი და 20 მლ ზეთი. კარგად ამოურიეთ და ეს მასა გადაანაწილეთ ბადრიჯნის ფენებში. ზეთი ბადრიჯანს გარედანაც წაუსვით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.