ნიკოლ ფაშინიანი: კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეყვანის საკითხს არ განვიხილავთ

ნიკოლ ფაშინიანი: კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეყვანის საკითხს არ განვიხილავთ

სომხეთი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავადაც შეუძლია და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისთვის დახმარების თხოვნას ჯერჯერობით არ აპირებს. ფაშინიანის განცხადებით, მას ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის შესაძლო ჩართვის საკითხი არც პუტინთან საუბრისას განუხილავს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.