პროკურატურა შესაძლოა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიით დაინტერესდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია საჩივარს ამზადებს. ასოციაცია იმ უკანონო სქემაზე საუბრობს, რომლითაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბილაინი სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს, მის ნაცვლად ახსნა-განმარტებებს მარეგულირებელი კომისია აკეთებს. არსებობდა თუ არა კორიფციული გარიგება სახელმწიფო უწყებასა და ბილაინს შორის-თემაზე დღეს ბექა ბარამიძე მუშაობდა.