პროკურატურამ შესაძლოა გახმაურებული საქმის ხელახალი ძიება დაიწყოს. პატიმარი, რომელიც ლევან კალაძის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, კბილაშვილის უწყებას მასალების გადახედვას სთხოვს. ლევან ცინცაძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს და მზად არის, შესაბამისი მტკიცებულებებიც წარადგინოს. მსჯავრდებული, რომლის ექსტრადიცია სანკტ-პეტერბურგიდან 7 წლის წინ მოხდა, კახი კალაძესაც მიმართავს. ძმის მკვლელობის თავიდან გამოძიების წინააღმდეგი არც ენერგეტიკის მინისტრია.