გაეროს გენმდივანი მთიან ყარაბაღში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

გაეროს გენმდივანი მთიან ყარაბაღში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

„გაეროს გენმდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა და მალე სომხეთის პრემიერ-მინისტრთანაც გამართავს სატელეფონო საუბარს. გაეროს გენმდივანმა აღნიშნა, რომ საჭიროა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება და რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნა. ანტონიო გუტერეშე იგივე მესიჯს გააჟღერებს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას“, - განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში უკვე 59 სამხედრო ემსხვერპლა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.