ბრიტანეთისა და კანადის პირველი დიპლომატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან

ბრიტანეთისა და კანადის პირველი დიპლომატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან

მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ბრიტანეთსა და კანადაშიც. საგანგებო განცხადება გაერთიანებული სამეფოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

„შეშფოთებულნი ვართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ურთიერთშეხების ხაზზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით, რის გამოც მშვიდობიანი მცხოვრებლები იღუპებიან. მოვუწოდებთ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას,“- ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.