"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, დოკუმენტური ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახემწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე   დოკუმენტური ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახისწევრები და ახლობლები.

ფილმის ჩვენება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.