ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, თურქეთის მიერ კონტროლირებად ნაწილზე, 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ Anadolu თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:12 საათზე მოხდა. ბიძგები 37.57 კილომეტრის სიღრმეზე შეინიშნებოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლომდებარე დასახლება 17 კილომეტრში, აიონ-ოროსის რეგიონია, საბერძნეთში. ეპიცენტრიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი ჩანაქკალე.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.