მეუფე დანიელი: აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღდგება

მეუფე დანიელი: აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღდგება

ძალიან სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია ჯვართამაღლებას მოხდა. დიახ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვითარცა ქრისტეს ეკლესიამ მიუხედავად ტანჯვისა, მიუხედავად დევნისა, უსამართლობისა, შეინარჩუნა მტკიცე სარწმუნოება, გაუძლო ყველაფერს და იზეიმა აღდგომა. ასევე, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს ქართველი ერი ითმენს ამ უსამართლობას, მაგრამ ღრმად სწამს, როგორც ჯვარი, რომელმაც განიცადა უდიდესი შეურაცხყოფა, მიწაში 3 საუკუნე დაფვლა, ქრისტიანულმა ეკლესიამ განიცადა უსამართლობა, დევნა, შევიწროება, ასევე ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ამ დიდი განსაცდელისა, არ კარგავს რწმენას, რომ უფალი შეიწირავს ჩვენს სარწმუნოებას და კვლავ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას დააბრუნებს თავიანთ სახლებში. დადგება ჯამი, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ ჯვართამაღლებას სოხუმში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში და ეს იქნება აღდგომა ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესიისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა. ამიტომაც მოხდა ჯვართამაღლებას სოხუმის დაცემა, რომ ჩვენ გვახსოვდეს, ჯვართამაღლება ეს არის ერთდროულად ჯვარცმით გზა აღდგომისა და ამაღლებისკენ. დიახ, ჩვენ გამოვიარეთ უღმერთობის ჟამი და სწორედ ჯვარცმით, სწორედ მსხვერპლით უნდა განვიწმინდოთ და კვლავ დავიბრუნოთ ჩვენი დიდება და პატივი, დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და დავბრუნდეთ სოხუმში,აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. გვწამდეს, რომ უკეთუ ჭეშმარიტი სარწმუნოებით იქნება აღვსილი ჩვენი ერი, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს მის დამარცხებას, ივერია გაიმარჯვებს, ივერია გაბრწყინდება. რაც უფრო მალე აღორძინდება ჩვენი სულიერება, ქართველი ერი, რაც უფრო მალე განმტკიცდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, მით უფრო მალე დაგვიბრუნდება აფხაზეთი, სამაჩაბლო და ჩვენი ყველა დაკარგული ტერიტორია. ამიტომაც, მხნედ იყავით ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გაძლიერდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზეთში ომი, როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, არ იყო ქართველთა და აფხაზთა შორის, ეს იყო ომი ქართველთა და აფხაზთან მეგობრობის, ერთობის, ძმობის წინააღმდეგ და მტერმა ეს შეძლო, მაგრამ შეძლო იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიარეთ უღმერთობის ჟამი, როდესაც სულიერად დასუსტებულები ვიყავით და მან შეძლო ჩვენს შორის შუღლის ჩაგდება. დღეს, როდესაც სულიერად ავმაღლდებით, აუცილებლად აღვადგენთ ამ ერთობას, მეგობრობას, ძმობას“,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

ზაზა შე ფარისეველო ნაბოზარო, ნეტა შენ როგორ უნდა დაიბრუნო რამე.
3 წლის უკან