მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის ინფორმაციას.საგამოძიებო უწყების განმარტებით, უკრაინის სასამართლოს გუშინდელ პროცესზე მელნიკოვის ექსტრადიციის საკითხი არ განუხილავს. პროკურატურის პრესსამსახურის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ის, თითქოს 16 იანვარს მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის 40-დღიანი ვადა იწურებოდა.
როგორც გაირკვა, 16 იანვარს იწურებოდა არა ექსტრადიციის, არამედ წინასწარი პატიმრობის ვადა და ამიტომაც გუშინდელ პროცესზე მელნიკოვს 12-თვიანი პატიმრობა შეეფარდა". ოლეგ მელნიკოვი 7 დეკემბერს უკრაინაში, კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა.