ნუგზარ გრძელიშვილი: არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, სააკაშვილის გუნდი შეეცდება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დესტაბილიზაცია შიტანოს

ნუგზარ გრძელიშვილი: არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, სააკაშვილის გუნდი შეეცდება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დესტაბილიზაცია შიტანოს

ინტერვიუ ექსპერტთან  უსაფრთხოების საკითხებში, ანალიტიკოს ნუგზარ გრძელიშვილთან

თუ საარჩევნო თემატიკის პრობლემებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ბევრ რამეში ადანაშაულებენ. რუსეთთან კავშირები და „რუსეთუმეობა“ კი ოპოზიციის მხრიდან ბრალდების ერთ-ერთი მთავარი თემაა..

ოპოზიციაში უკიდურესად გამწვავებული დაპირისპირების ფონზე,  ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ეს არის  „ქართული ოცნების“  აბსოლუტურად უსაფუძვლო დადანაშაულება ე.წ. „რუსეთუმეობაში“ და რუსეთის ხელისუფლებისთან თითქოსდა არსებულ რაღაც ფარულ გარიგებებში. თუმცა, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ და სწორედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური და მედია „კლასტერის“ რუსულ კავშირებზე არსებულ სერიოზულ ეჭვებს კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. 

თავს არ შეგაწყენთ ნაცმოძრაობის ხელისუფლების პერიოდში სააკაშვილის გუნდის  მოღალატეობრივი და აშკარად პრორუსული საქმიანობის გრძელი ჩამონათვალის კიდევ ერთხელ შეხსენებით. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში დაფიქსირებულ ფაქტებზე შევჩერდეთ...

ბოლო პერიოდში ე.წ. „ძველი ოპოზიციის“ მთავარ სახედ ორი  სარეკლამო ბანერი იქცა... ერთი მათგანი რეალურია, რომლიდანაც წარსულში ნაცმოძრაობის ოდიოზური სახეები, ახლა კი გაევროსაქებული „სამთავიანი გველეშაპი“ - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია შემოგვცქერიან. მეორე, ვირტუალურ ბანერზე კი, რომელიც ფესბუქსივრცეში გახდა საკმაოდ პოპულარული, გამოსახულია გენერლის ფორმაში გამოწყობილი, თავგადაპარსული ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლითაც „ნაცმოძრაობამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის ოლქში მის მიერ  უკვე დასახელებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური მონაწილე, არტილერისტი-გენერალი დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა. ისე, მართლაც სიმბოლურია „პროდასავლური“ ძალის მიერ მებრძოლი, სამხედრო არტილერისტის „არტილერისტი“ ნანუკათი ჩანაცვლება, რისი გამართლებაც „ნაცმოძრაობის“ მოლაპარაკე თავებმა საკმაოდ უხერხულად და უშედეგოდ სცადეს.

ამ დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ტელეწამყვანი ამაყად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთან დაკავშირებული პირადი ხასიათის ინფორმაცია მათ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან (ფე-ეს-ბე-დან) მიიღეს. ამ ინფორმაციის პირდაპირ ეთერში გაჟღერების შემდეგ, აღნიშნული „ტელეგამომძიებელი“ აუცილებლად მიიღებდა რუსი თუ ადგილობრივი კურატორისგან სერიოზულ საყვედურს (პირად საქმეში შეტანით), თუმცა ამ ლაფსუსში მარტო ნოდარ მელაძის დადანაშაულება არ შეიძლება... ამით რუსული სპეცსამსახურების საქართველოს მიმართულებაზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციაც ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს.

ფიქრობთ, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდეს. ამ შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მზაობა?

ბოლო თვეების ყველაზე გახმაურებულ თემებს შორისაა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემთხვევა. ბევრი ობიექტური სირთულისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ კონტროლირებული მედიის მიერ აღნიშნული ტრაგედიისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭების ისტერიული მცდელობების მიუხედავად, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გარდაცვალების ძირითადი ვერსიაც (თვითმკვლელობა) უკვე გამოიკვეთა. რამდენიმე დღის წინ კი ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ბაჩალეიშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა მის მიერ „მოპოვებული“, სატელიტის მიერ გადაღებული ფოტომასალა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დამდგარიყო                                   თ. ბაჩალეიშვილის თვითმკვლელობის ვერსია, თუმცა ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, აღნიშნული ფოტო უხეშად გაყალბებული აღმოჩნდა, რაც ფოტომასალის გადამღებმა კომპანიამაც დაადასტურა.  და ვინ მიაწოდა მიხეილ რამიშვილს ყალბი ფოტოები? თავის დროზე საბჭოთა კავშირის კაგებესთან, ახლა კი რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა პირმა, რომლის ინიციატივითაც, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედამ პირდაპირ ეთერში გააკეთა აბსურდული განცხადება თამარის გარდაცვალების ფაქტის ყარაბაღის ომთან და იარაღით ვაჭრობასთან არსებული კავშირის შესახებ. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!

საყურადღებოა ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მსგავსი სპეციალური აქტიური  ღონისძიებების (როგორც მათ სპეცსამსახურები ეძახიან) დინამიკა და მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რის გამოც ქართული სახელმწიფოს შესაბამის ორგამოების მზადყოფნა ყველაზე მაღალ ნიშნულზე უნდა იყოს აყვანილი.

ასეთ შემთხვევაში, როგორია ოპოზიციის შანსები არჩევნებში...

სანამ ქართული ოპოზიციის კარგად დაძველებულ-დაძმარებული ნაწილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს წამყვან  როლს ოპოზიციურ ფლანგზე, მანამდე საქართველოს უსაფრთხო განვითარებას საკმაოდ რთული გამოწვევები გააჩნია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ისინი შეეცდებიან შეიტანონ დესტაბილიზაცია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუმცა ოპოზიციის, რომლის ლიდერი სააკაშვილია, მაჟორიტარად ნანუკა ჟორჟოლიანია წარდგენილი, ბანერებიდან და ტელევიზიის ეთერებიდან ბოკერია და უგულავა არ ჩამოდიან, რუსეთთან მათი კავშირების დამადასტურებელი ფაქტები კი სულ უფრო მრავლდება, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გვერდით არ დაუდგება. ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მოუწევს ქართველი ხალხის მიერ მათთვის გამოტანილ ვერდიქტთან შეგუება.