უგემრიელესი გოგრის ჩირი, რომელიც ამ სეზონზე უნდა მოამზადოთ

უგემრიელესი გოგრის ჩირი, რომელიც ამ სეზონზე უნდა მოამზადოთ

ინგრედიენტები

გოგრა - 800 გრ

შაქარი - 400 გრ

წყალი - 100 გრ

ლიმონი

დარიჩინის ჩხირი

ფორთოხლის ცედრა

მომზადების წესები

გათალეთ გოგრის კანი და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.

ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, დაუმატეთ წყალი და ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე და ხშირად მოურიეთ მანამ, სანამ არ ადუღდება. შემდეგ დააყოვნეთ საშუალო ცეცხლზე  5 წუთის განმავლობაში. სიროფმა უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა. მოასხით გოგრის ნაჭრებს.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიროფი მცირე რაოდენობისაა, მაგრამ მას დაემატება წვენი, რომელსაც გოგრა გამოყოფს და რაოდენობა საკმარისი გახდება.

დაუმატეთ ლიმონის ცედრა და დარიჩინის 2 ჯოხი. ადუღების შემდეგ კიდევ 5-7 წუთით დააყოვნეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაელოდეთ გაციებას და შემდეგ ისევ დადგით ცეცხლზე 5 წუთით. ასე  გაიმეორეთ 3-ჯერ.

გადაწურეთ გოგრის ნაჭრები, გაათავისუფლეთ სითხისაგან, გააშრეთ და გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე. მოამზადეთ 80-90 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 2–3 საათი.

ბოლოს, მოაყარეთ შაქრის პუდრა. კარგად ინახება ოთახის ტემპერატურაზე.