მიხეილ რამიშვილი: წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირებია ჩართული დანაშაულში

მიხეილ რამიშვილი: წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირებია ჩართული დანაშაულში

ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები დანაშაულში, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დავით ფურცხვანიძის დაკავებას გამოეხმაურა.

მიხეილ რამიშვილი თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა მიმდინარეობს.

" დავით ფურცხვანაძის დაკავება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებითი მასალები, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, სადაც აღმოაჩინეს 18-დან 22 ივლისამდე.

მფარველობა მიდის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მეც დამაკავებენ. როგორ შეიძლება წყარო დააკავო, რა შუაშია?! ეს მე გადმომიგზავნა მასალები და მე გავასაჯაროვე, მტკიცებულებად რომ შეაფასეს. თუ გაყალბებაზეა საუბარი, რა გაყალბდა?! რაში მედავებიან?! ჩემამდე არ დადის, მე ეს

სატელიტის ფოტოები არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე.

გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმესაც ჩამომაშორებენ. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები ამ დანაშაულში, რომლებიც ნათლად, პირდაპირ მიუთითებენ მფარველობაზე. პირდაპირ არის მითითება, რომ მკვლელობაა ჩადენილი ბაჩალიაშვილის მიმართ, თორემ ამხელა მფარველობა, ამხელა ჩართულობა ამ პატარა საქმის მიმართ, რაც დაკავშირებულია დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან და ახლა ჩემი მისამართით გადასვლა... წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ამგვარი რამ წარმოუდგენელია", -განაცხადა რამიშვილმა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

Aburjga Tasmanieli ეს კაცი კარგა ხანია დასაკავებელია! მაგრამ არჩევნებამდე ნუ დააკავებთ! ისიც გამოუშვით.... სადაც უნდათ იქ წავიდნენ და რაც უნდა ის თქვან, გიჟი თავისუფალია! არც ერთი სოლიდური პიროვნება ამათ სირულ - პროჭულ ვერსიებს სერიოზულად არ განიხილავს!
3 წლის უკან