ამნისტიის კანონი (VIDEO)

ამნისტიის კანონი (VIDEO)

ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადა პრეზიდენტს დღეს ეწურება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ 11 იანვრის ჩათვლით კანონს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, მაშინ ამას პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ გააკეთებს. ეკა ბესელიას თქმით, ამნისტიის კანონის საფუძველზე საპატიმროებს პირველ რიგში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები დატოვებენ, რომელთა გათავისუფლებაც დაუყოვნებლივ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე მოხდება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ამინისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დასძლია, რის შემდეგაც კანონი ხელომოსაწერად ისევ პრეზიდენტს დაუბრუნდა.

  •