მინისტრის განცხადება (video)

მინისტრის განცხადება (video)

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყებაზე დაქვემდებარებული, ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "კურორტი ბეშუმისა" და "მაშველთა გადამზადების ცენტრის" ლიკვიდაცია დაიწყო. სავარაუდოდ ,,კურორტი ბეშუმი" ხულოს მუნიციპალიტეტს მიუერთდება,თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია საიდან მოხერხდება ,,მაშველთა გადამზადების ცენტრის"დაფინანსება.აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი თავართქილაძის განცხადებით აღნიშნული საჯარო სამართლის იურდიული პირების შესაბამის ინსტიტუციურ დაწესებულებეზე დაქვემდებარება, უფრო მართებულია, რადგან ეს მათ ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. "კურორტი ბეშუმი" გასული წლის ბიუჯეტიდან 65 000, "მაშველთა გადამზადების ცენტრი" კი 2 400 000 ლარით დაფინანსდა. გიორგი თავართქილაძემ ქობულეთში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სასტუმროების მშენებლობის გაგრძელებაზეც ისაუბრა.

  •