ID ბარათები (VIDEO)

ID ბარათები (VIDEO)

ხელისუფლებამ მოსახლეობას შესაძლოა აიდი ბარათების და ბიომეტრული პასპორტების ალტერნატივა შესთავაზოს. ამ თხოვნით იუსტიციის მინისტრს მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის წარმომადგენლებმა მიმართეს. თეა წულუკიანს მათ მრევლის პოზიციაც გააცნეს და ხელმოწერებიც წარუდგინეს. მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აიდი ბარათები ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელოდებიან. მიიღეს თუ არა კრებულის წარმომადგენლებმა დაპირება იუსტიციის მინისტრისგან, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი საღამოს ცხრა საათზე

  •