დიეტური ჩიზქეიქი

დიეტური ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

სახამებელი - 1.5 ს.კ

კვერცხი - 1 დიდი ან 2 პატარა

ნატურალური იოგურტი ან მაწონი - 350 გ

კრემისებური ხაჭო, უცხიმო - 400 გ

გულსართისთვის:

ვაშლის წვენი - 50-60 მლ

ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 150 გ

შაქარი - 3.5 ს.კ

ლიმონის ცედრა

ლიმონის წვენი - 3-4 ს.კ

მომზადების წესები

ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ და ავურიოთ წვენში. ჩავტკეპნოთ საშუალო ზომის ფორმის (20-23 სმ) ძირზე.

გულსართისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ავთქვიფოთ. დავასხათ ფორმაში. ფორმას შემოვაკრატ ფოლგა და ჩავდოთ უფრო განიერ ჭურჭელში, რომელშიც ჩავასხამთ წყალს. წყალი ჩიზქეიქის ფორმას შუამდე უნდა სწვდებოდეს.

ცხვება 180 გრადუსზე 50 წუთი. შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, მაგრამ ჩიზქეიქი შიგ დავტოვოთ გაცივებამდე.