დეკანოიძე ბრალდებულია (video)

დეკანოიძე ბრალდებულია (video)

პროკურატურა ბაჩო ახალაიას ადვოკატს დავით დეკანოიძეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. პროკურატურა ადვოკატს უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. სასამართლო პროცესი 18 იანვარს გაიმართება, მანამდე კი დეკანოიძე ბრალდების უსაფუძვლობაზე საუბრობს და არგუმენტად სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. ადვოკატი აცხადებს, რომ 2009 წელს მან 2 არბიტრთან ერთად კომპანია „ცენტრ პოინტს" მოქალაქისთვის თანხის დაბრუნება აიძულა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ „ცენტრ პოინტის" საჩივარი არ დააკმაყოფიკა. ადვოკატის თქმით, კომპანია „ცენტრ პოინტმა" მოქალაქეს სამოცდაათი ათასი დოლარი დაუბრუნა.

  •