შსს-ს განცხადება (video)

შსს-ს განცხადება (video)

პატრულის მიერ დღემდე ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომრებზე - 241 88 24, 241 88 81, ასევე, პირადად მინისტრს. როგორც შსს-ში განმარტავენ, მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათიტრული, შშს, განცხადება, ფაქტის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს უწყებას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 

"მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და მთლიანად სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - ნათქვამია სამინისტრის განცხადებაში. შსს ასევე განმარტავს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არც ერთი რაიონის პოლიციის უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი მეტსახელად "ყულაბა". საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები". პრეზიდენტის ინფორმაციითვე, თანამდებობებზე დაბრუნდნენ წარსულში კორუფციასა და კონტრაბანდაში გასვრილი კადრები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, მეტსახელად "ყულაბა".