კახიძისN10-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

კახიძისN10-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კახიძის ქ. N10-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ლადო ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 82,000 ლარია.
 
   
 
amo ამხ. ვასაძევ ხედავ, ხედავ რა ხდება ჩუღურეთში? ტარიელის ქუჩა? ოხ, ერთი ზურაბ ჩიკვილაძე ჩვენც რომ მოგვცა, ჰა რას იტყვი ამხ. ვასაძევ.
4 წლის უკან