ქოქოსის ორცხობილები კარაქისა და შაქრის გარეშე - მაცივარში ყველა საჭირო ინგრედიენტი გექნებათ

ქოქოსის ორცხობილები კარაქისა და შაქრის გარეშე - მაცივარში ყველა საჭირო ინგრედიენტი გექნებათ

ინგრედიენტები

კვერცხი - 2 ც

რძე - 175 მლ

ერითრიტი ან სხვა ნებისმიერი შაქრის შემცვლელი - 3 სკ

ქოქოსის ფანტელი - 50 გ

ფქვილი - 200 გ

გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

მწიკვი ვანილი და მარილი

მომზადების წესები

კვერცხი გათქვიფეთ მარილთან და შაქრის შემცვლელთან ერთად (შეგიძლიათ, შაქარი გამოიყენოთ), დაუმატეთ რძე, შემდეგ - დანარჩენი ინგრედიენტები.

ხელით გააკეთეთ პატარა გუნდები, გადაიტანეთ ლანგარზე, მსუბუქად ჩაპრესეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.