სეზონური ქლიავის კექსი, ძალიან ფუმფულა და გემრიელია

სეზონური ქლიავის კექსი, ძალიან ფუმფულა და გემრიელია

ინგრედიენტები

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 150 გრ

კეფირი - 130 გრ

ზეთი - 110 გრ

ფქვილი - 200 გრ

გამაფხვიერებელი - 1.5 ჩკ

მწიკვი მარილი

ვანილი - 1 ჩკ

ქლიავი - 6 ცალი

დარიჩინი - 1 ჩკ

მომზადების წესები

ათქვიფეთ: კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კეფირი (ან იოგურტი). კარგად ათქვიფეთ.

ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ძირითად მასას ნაწილ–ნაწილ და კარგად მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ცომს.

გაჭერით ქლიავი ორ ნაწილად, მოაყარეთ შქარი, დაფქული დარიჩინი. კარგად შეაზავეთ ერთმანეთში.

გადაიტანეთ ცომი 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში (წინასწარ ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ) და ზემოდან დააწყვეთ ქლიავი. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დარიჩინი.

დაიწყეთ გამოცხობა 180 გრადუსზე,  45 წუთის განმავლობაში.

მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით და დაელოდეთ გაგრილებას. მოაყარეთ შაქრის პუდრა გემოვნებით.