ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორაციით, თბილისში კონკრეტულად კი სოფელ დიღომში ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება.

„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ,