თამარ ბაჩალიაშვილის დედა: პროკურატურა მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის, მივმართავ შოთაძეს - შორს ხელები სამართლიანი ადამიანისგან

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: პროკურატურა მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის, მივმართავ შოთაძეს - შორს ხელები სამართლიანი ადამიანისგან

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის“.

„მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება ამ საქმიდან. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს - შორს მაგისი სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია ელოდება და ექავება ხელები. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიღალე ან მეშინია. აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. კიდევ ვიმეორებ, ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე და სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი და ამას ასე არ დავტოვებ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა. პროკურორ დავით გუბერიძის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

Aburjga Tasmanieli გვარამიამ და ნ.მელაძემ უბედური გოგონას ტრაგედიის ფაქტზე შეთხზეს რეალითი შოუს სცენარი,შემდეგი მიზნებით: 1. საკუთარი ტელევიზიების ყურებადობის გასაზრდელად და 2. სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციისათვის! ამას ჩვენ ვაკვირდებით გოგონას გაუჩინარებიდან ყოველ დღე! მე ვერ ვილაპარაკებ თეონა თამაზაშვილზე იმ მიზეზით, რომ ანგელოზი გოგონა გუშხამ მიაბარა მიწას! რაც შეეხება რამიშვილს ვფიქრობ ის გვარამიას მიერ არის ან გაბრიყვებული ან დაქირავებული. უკანასკნელ ხანს გამოჩენილი ვინმე ფუცხვანიძეც აშკარად გვარამიას დავალებით მოქმედებს! პროკურატურასთან მისადავებელი არაფერია! საქმე სრულიად ნათელია, სამწუხაროდ თამუნამ თავი მოიკლა! საქმე დახურულია!
3 წლის უკან