მიხეილ რამიშვილი: „თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, მოიშორეს და მე ვეღარ მიშორებენ” 

მიხეილ რამიშვილი: „თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, მოიშორეს და მე ვეღარ მიშორებენ” 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. ადვოკატის აზრით, გამოძიება ცდილობს მისი საქმიდან “ჩამოშორებას”, რადგან, რამიშვილის მტკიცებით, ის საგამოძიებო უწყებისთვის ხელისშემშლელი ფიგურაა.

“ცდილობენ საქმეს ჩამომაშორონ და პასუხისგებაში მიმცენ. მე და ჩემი კოლეგა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაგვკითხონ. ტელეფონი ჩამომართვეს, უნდათ რომ მთელი ინფორმაცია შეამოწმონ. ყველანაირად უნდათ, რომ ამ ფოტოსურათზე ააგონ მთელი გამოძიება. რისი დამტკიცება უნდათ? თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაყალბებული აქვთ თვითონ… ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰგონიათ ეს საქართველო?! მიმცენ პასუხისგებაში, ვერაფერს ვერ დამიმტკიცებენ. რა უნდათ დამაბრალონ – რომ მე გავაყალბე?! თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. თუ არ გამოუვიდათ ჩემი სამართლებრივი მოშორება, შეიძლება სიცოცხლეც წამართვან. ყველა ელჩთან მივალ და დეტალურად გავაცნობ ყველაფერს, როგორი “დემოკრატია” გვაქვს ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო ზურაბიანის გადაცემაში მიხეილ რამიშვილმა.