მარინა ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო - ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა

მარინა ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო - ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო.

„მართალია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატულად მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია მე როგორც ვიცი 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება.

ვფიქრობ, კარგად მოერევა ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს.

ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.