ეპიდვითარების გამწვავების ფონზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ეპიდვითარების გამწვავების ფონზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ახალი კროონავირუსის შემთხვევათა სწრაფი მატებისა და მოსახლეობის მწვავე კრიტიკის ფონზე, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ადამ ვიოტეხი გადადგა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უწყების პირველი პირის გადადგომას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„მადლობა მას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული სამუშაოსთვის. ის წესიერი, პატიოსანი და ძალიან მშრომელი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მას შეეძლო, დაემახსოვრებინათ როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრი, მთელი თავისი ენერგიის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყენება რომ არ დასჭირვებოდა“.

ესპანეთის შემდეგ, ჩეხეთი, კორონავირუსის შემთხვევათა მატების ტემპით, ევროპაში მეორე ქვეყანაა. რესპუბლიკაში, ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას ადამიანზე 193 ინფიცრებული მოდის.

ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 49-ს აჭარბებს, 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.