კატლეტები მწყრის კვერცხით

კატლეტები მწყრის კვერცხით "ფარშევანგის თვალი"

ინგრედიენტები

მწყრის კვერცხი - 6-8 ცალი

ზეთი

მარილი და პილპილი

მწვანილი

მაგარი ტიპის ყველი - 150 გ

ხახვი - 1

შერეული ფარში - 400 გ

მომზადების წესები

ამ რაოდენობით გამოდის 6-8 ცალი კატლეტი

ყველი გახეხეთ, ხახვი  და მწვანილი წვრილად დაჭერით. დაამატეთ ყველაფერი ფარშში, მარილთან და პილპილთან ერთად. კარგად აურიეთ.

გააკეთეთ გუნდები, მსუბუქად გააბრტყელეთ, ერთი მხრიდან ისეთი ჩაღრმავება გაუკეთეთ, რომ მწყრის კვერცხი ჩაეტიოს.

შეწვით ტაფაზე ჯერ ჩაღრმავებული მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან.

გადაიტანეთ ღუმელის ფორმაში , ჩაღრმავებულ ადგილას ჩაახალეთ კვერცხი და დაასწრულეთ შეწვა ღუმელში, 170-180 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.