შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა კანონიერი ქურდები. იმ ადამიანების სიაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირის ბრძანებით გათავისუფლდნენ, ქურდული სამყაროს წევრებიც მოხვდნენ. ესენი არიან: ელგუჩა გურჩიანი, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხე 2 წლის შემდეგ დატოვა და იოსებ სორდია, რომელსაც პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა. გურჩიანის გვარი 2010 წელს გახსნილ ნარკოკარტელის საქმეშიც ფიგურირებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ არ იცის, საიდან მოხვდნენ სორდია და გურჩიანი შესაწყალებლთა სიაში. ელენე თევდორაძე ამბობს, რომ კომისიას არცერთ მათგანზე რეკომენდაცია არ გაუცია.