სერგი კაპანაძე ნათია თურნავას: მაგ სიმართლით იარეთ!

სერგი კაპანაძე ნათია თურნავას: მაგ სიმართლით იარეთ!

თქვენი ნათქვამია, ლარი როგორც არასდროს ისეთი ჯანსაღიაო, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ჩვენ რომ გვაბრალებთ, თითქოს ომის დროს გავრბოდით, აი, მაგ სიმართლით იარეთ მართლა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელმა, სერგი კაპანაძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტის სხდომაზე.

კაპანაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ნათია თურნავას განცხადება, რომ წინა ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს ქვეყნიდან გარბოდა. სერგი კაპანაძემ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახლა ერთადერთი, რისი იმედიც მთავრობას აქვს, კორონავირუსია. ამასთან, კაპანაძემ ნათია თურნავას „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი უწოდა“.

„400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?,“-განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

Aburjga Tasmanieli არ გარბოდით?! აბა წინა ხაზზე ავტომატით ხელში იბრძოდით?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თქვენ რომ ლარის კურსი დაგეჭირათ ომი გააჩაღეთ რუსეთთან და შემოწირული დახმარების ნაწილის ხარჯზე გააჩერეთ ის ლარი! არა და დახმარება რამდენიმე მილიარდი დოლარი იყო!! სად არის ის ფული, სად წაიღეთ?! ვის ჯიბეში ჩაასხით?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ლარის კრსი ამ პატარა ეკონომიკის ქვეყანაში ვერასდროს ვერ გამყარდება, მითუმეტეს მსოფლიოს მაშტაბური ეკონომიური კრიზისის პერიოდში! იმპორტი 10-ჯერ აღემატება ექსპორტს! ამას რა ლარი გაუძლებს?!
3 წლის უკან