დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნეისბოროში, 96 წლის მძღოლს გზა აებნა და 15 საათი წრეზე დადიოდა, ვიდრე ის საგზაო პოლიციამ არ გააჩერა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
მისი ინფორმაციით, 13 სექტემბერს 96 წლის კაცი და მისი 90 წლის მეუღლე ავტომობილით ერთ-ერთი კომპანიის ოფისში გაემგზავრნენ, რომელიც მათი სახლიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
ერთ-ერთ მონაკვეთს მძღოლს გადასახვევი შეეშალა და წყვილი მთელი ღამის განმავლობაში წრეზე დადიოდა, ვინაიდან სახლისკენ გზას ვერ პოულობდა. დაახლოებით დილის 4:00 საათზე პენსიონერების ავტომობილი საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. ავტომობილი ძალიან ნელა გადაადგილდებოდა და პოლიციელებმა ივარაუდეს, რომ საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა.
სამართალდამცველებმა პენსიონერები სახლამდე მიაცილეს და 96 წლის მძღოლს ურჩიეს, თავისივე და გარშემომყოფთა უსაფრთხოების გამო საჭესთან აღარ დაჯდეს.