მთავარმა პროკურატურამ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესასწავლად მასალები გადაუგზავნა. დოკუმენტაცია ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას და სექტემბერში გამართულ ყრილობებს ეხება. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები, რის გამოც მასალები მონიტორინგის სამსახურს გადაეგზავნა.