გიორგი ვოლსკი სააკაშვილის დაპირებებზე: არაადეკვატური ადამიანის განცხადებების ადეკვატურად შეფასება საკმაოდ რთულია

გიორგი ვოლსკი სააკაშვილის დაპირებებზე: არაადეკვატური ადამიანის განცხადებების ადეკვატურად შეფასება საკმაოდ რთულია

არაადეკვატური ადამიანის განცხადებების ადეკვატურად შეფასება საკმაოდ რთულია, - ასე უპასუხა გია ვოლსკიმ კითხვას მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებს „პერიოდულად ისვრის ჰაერში“.

„ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან მსოფლიო განმკარგულებლის, ხან უკრაინის ლიდერის, ხან საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ცით, ხან ხმელეთით, აქედან გამომდინარე არ მგონია, ადეკვატური განცხადებები მოეძებნოს სააკაშვილის განცხადებებს, რომლებსაც ჰაერში ისვრის პერიოდულად“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მევენახეებს სუბსიდირების გაზრდას დაჰპირდა.