სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრ ლუკაშენკოს „ადამიანურად წასვლის“ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს

სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრ ლუკაშენკოს „ადამიანურად წასვლის“ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ პირობა დადო, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობის შემთხვევაში ალექსანდრ ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Левый берег-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თუ მშვიდობიანად, ადამიანურად წავა, ამის ალბათობა იქნება. შეიძლება ითქვას დარწმუნებით იქნება. პირადად მე ყველას სახელით უნდა ვისაუბრო და ამ საკითხში თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

როდესაც ჟურნალისტმა დააზუსტა, მიიღებს თუ არა ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებს ტიხანოვსკაიამ უპასუხა: „დიახ, მეტსაც“.

ბელარუსში 9 აგვისტოდან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გაერთიანებული ოპოზიცია ტიხანოვსკაიას თაოსნობით შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციონერებმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადებს, რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მომზადებით დაკავდება.