ამირან გამყრელიძე: ბევრად ნაკლებია მძიმე და კრიტიკული პაციენტები - მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა

ამირან გამყრელიძე: ბევრად ნაკლებია მძიმე და კრიტიკული პაციენტები - მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა

ბევრად ნაკლებია მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ზოგადად, მთელ მსოფლიოშიც, ასეთი ტენდენციაა, - ამის შესახებ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი 1%-ზე ჩამოვიდა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ერთი ისაა, რომ, ალბათ, ვირუსი თანდათან დასუსტდა. ვიდრე არ იქნება ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი, მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.